მთავარ კონტენტზე გადასვლა

სერვისები

ესთეტიკური სტომატოლოგია

ესთეტიკური მიმართულება იწყება ღიმილის ციფრული მოდელირებით და სრულდება მასალით, რომელიც ბუნებრივ მინანქარს იმეორებს. კერამიკულ ვინირებს ვამზადებთ CAD/CAM ტექნოლოგიით მინიმალური პრეპარირებით, კომპოზიტური რესტავრაცია ფორმას ერთ ან ორ ვიზიტში აღადგენს, ხოლო ZOOM 4 გათეთრება მინანქარს 8 ტონამდე ანათებს.

კერამიკული ვინირები

კერამიკული ვინირები CAD/CAM ტექნოლოგიით.

კერამიკული ვინირი თხელი ფირფიტაა, რომელიც კბილის წინა ზედაპირს ფარავს და ფორმას, ფერსა და პროპორციას ასწორებს. ვამზადებთ CAD/CAM ტექნოლოგიით — ციფრული ანაბეჭდიდან პირდაპირ ფრეზირებამდე, ისე რომ შედეგს წინასწარ ხედავთ.

რას მოიცავს

  • კბილის მინიმალური პრეპარირება
  • კერამიკა ბუნებრივი მინანქრის ოპტიკურ თვისებებს იმეორებს
  • ასწორებს ფორმის დეფორმაციას, ლაქებსა და მცირე დაზიანებას
  • გამძლეობა — ინარჩუნებს ფერსა და ფუნქციას წლების განმავლობაში
  • შედეგს ამტკიცებთ ციფრულ მოდელირებაში, სამუშაოს დაწყებამდე

გათეთრება ZOOM 4

კბილების გათეთრება და გაწმენდა ZOOM 4 მეთოდით.

ZOOM 4 (Philips ZOOM! WhiteSpeed) დღეისთვის მინანქრის გათეთრების ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და უსაფრთხო მეთოდია: სინათლის ზემოქმედებით გელი გამოყოფს აქტიურ ჟანგბადს, რომელიც კბილის სტრუქტურაში ღრმად აღწევს და გამჯდარ პიგმენტს შლის — მათ შორის ასაკობრივსა და მოწევით გამოწვეულს.

რას მოიცავს

  • ელფერის გაუმჯობესება 8 ტონით და მეტით ერთ 45-წუთიან სეანსში
  • შესაფერისია მგრძნობიარე მინანქრისთვის — გელი დემინერალიზაციას არ იწვევს
  • შედეგი ნარჩუნდება 4 წლამდე, რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში კი უფრო დიდხანს
  • გელი შეიცავს ამორფულ კალციუმის ფოსფატს — მინანქრის დამატებითი გამაგრებისთვის
  • მოსამზადებელი ეტაპი: სანაცია, პროფესიონალური ჰიგიენა და მინანქრის გამაგრება

სტომატოლოგიური რესტავრაცია

კბილის რესტავრაცია არის კბილების ფორმის და აღდგენის ხელოვნება.

ესთეტიკური რესტავრაცია კბილის ფორმის, სტრუქტურისა და ბუნებრივი ბზინვარების აღდგენაა კომპოზიტური მასალებით. მას მიმართავენ ფორმის კორექციისთვის, ფერის შესაცვლელად, ნატეხის აღსადგენად და კარიესის მკურნალობის შემდეგ.

რას მოიცავს

  • ერთეტაპიანი რესტავრაცია — ფორმა და ფუნქცია ერთ ვიზიტში
  • ორეტაპიანი რესტავრაცია ცვილის მოდელის მიხედვით, უფრო რთული შემთხვევებისთვის
  • წინასწარი პროფესიონალური ჰიგიენა მინანქრის ბუნებრივი ფერის დასადგენად
  • დამუშავება და გაპრიალება — რესტავრაცია მეზობელი კბილებისგან არ განსხვავდება
  • მნიშვნელოვანი დაზიანებისას განიხილება ალტერნატივა: ჩანართი ან გვირგვინი

კონტაქტი

არ იცით, საიდან დაიწყოთ?

დაჯავშნეთ პირველადი კონსულტაცია — გამოგიკვლევთ პირის ღრუს, გაჩვენებთ 3D სურათს და მოგცემთ მკურნალობის წერილობით გეგმას ეტაპებით, ვადებითა და ღირებულებით.

+995 511 21 16 16WhatsApp

პირველადი კონსულტაცია — 50 ₾, განმეორებითი — 25 ₾. თავად მკურნალობის თანხას მხოლოდ გეგმის დამტკიცების შემდეგ იხდით.