მთავარ კონტენტზე გადასვლა

სერვისები

პროთეზირება

პროთეზირება, ანუ ორთოპედიული სტომატოლოგია, კბილების ფუნქციას, ესთეტიკასა და ბუნებრივ იერს აღადგენს. მკურნალობას ვგეგმავთ ინტრაორალური სკანირებითა და Digital Smile Design-ით — შედეგი და ეტაპები მუშაობის დაწყებამდე ჩანს. ყოველ შემთხვევას ვგეგმავთ ოკლუზიის, ესთეტიკისა და სახის საერთო ჰარმონიის გათვალისწინებით.

კერამიკული და ცირკონიის გვირგვინები

დაზიანებული კბილის ფორმის, სიმტკიცისა და ფუნქციის აღდგენა.

გვირგვინი კბილს მთლიანად ფარავს და აღადგენს მის ფორმას, სიმტკიცესა და საღეჭ ფუნქციას, როცა კბილი იმდენად დაზიანებულია, რომ რესტავრაცია საკმარისი აღარ არის. ვამზადებთ კერამიკისა და ცირკონიის გვირგვინებს, ანაბეჭდს კი ინტრაორალური სკანერით ვიღებთ — ტრადიციული მასის ნაცვლად.

რას მოიცავს

  • ციფრული ანაბეჭდი ინტრაორალური სკანერით
  • შედეგის ციფრული დაგეგმვა მუშაობის დაწყებამდე
  • დროებითი გვირგვინი მუდმივის მოლოდინში — კბილის გარეშე არ რჩებით
  • კერამიკა ან ცირკონი — კლინიკური მდგომარეობისა და სასურველი შედეგის მიხედვით

ხიდისებრი კონსტრუქციები

ერთი ან რამდენიმე დაკარგული კბილის აღდგენა ფიქსირებული ხიდით.

ხიდი ერთი ან რამდენიმე დაკარგული კბილის ადგილს ავსებს და მეზობელ კბილებზე ან იმპლანტებზე მაგრდება. ეს ფიქსირებული კონსტრუქციაა — არ იხსნება და აღადგენს როგორც საღეჭ ფუნქციას, ისე ღიმილის მთლიანობას. ხიდის ტიპსა და მასალას გეგმის ეტაპზე ვარჩევთ.

რას მოიცავს

  • ფიქსირებული კონსტრუქცია — მოსახსნელი პროთეზის გარეშე
  • საყრდენად მეზობელი კბილები ან იმპლანტები
  • ციფრული ანაბეჭდი და დაგეგმვა
  • თანკბილვისა და ესთეტიკის გათვალისწინებით

იმპლანტზე დამაგრებული კონსტრუქციები

გვირგვინი, ხიდი ან სრული ყბის კონსტრუქცია იმპლანტებზე.

იმპლანტი კბილის ფესვს ცვლის, ორთოპედიული კონსტრუქცია კი — თავად კბილს. იმპლანტზე ვამაგრებთ ცალკეულ გვირგვინს, ხიდს ან, კბილების სრული არარსებობისას, მთლიან კონსტრუქციას All-on-4 და All-on-6 პროტოკოლით. იმპლანტაციასა და პროთეზირებას ერთი გუნდი გეგმავს, ამიტომ კონსტრუქციის ფორმა და პოზიცია წინასწარაა გათვლილი.

რას მოიცავს

  • ცალკეული გვირგვინი, ხიდი ან სრული ყბის კონსტრუქცია
  • იმპლანტაცია და პროთეზირება — ერთ ციფრულ გეგმაში
  • დროებითი კონსტრუქცია იმპლანტისა და გვირგვინის 3D მოდელით, მუდმივის მოლოდინში
  • Straumann, DENTIUM და Bredent SKY სისტემები

მოსახსნელი პროთეზები

საღეჭი ფუნქციისა და ღიმილის აღდგენა მოსახსნელი კონსტრუქციით.

მოსახსნელი პროთეზი აღადგენს საღეჭ ფუნქციასა და ღიმილის იერს, როცა რამდენიმე ან ყველა კბილი აკლია. ის ფიქსირებული კონსტრუქციის ალტერნატივაა — რომელი გამოსავალი ჯობს თქვენს შემთხვევაში, ექიმი გეგმის ეტაპზე აგიხსნით.

რას მოიცავს

  • საღეჭი ფუნქციისა და ღიმილის იერის აღდგენა
  • ინდივიდუალური დამზადება თქვენი ყბის ფორმის მიხედვით
  • ფიქსირებულ ალტერნატივებთან შედარება გეგმის ეტაპზე

კომპლექსური რეაბილიტაცია

კბილების ფუნქციისა და ესთეტიკის აღდგენა ერთიანი გეგმით.

როცა საქმე ერთ კბილს სცდება — რამდენიმე კბილი აკლია, ნაწილი დაზიანებულია ან თანკბილვაა დარღვეული — მკურნალობას ერთ მთლიანობად ვგეგმავთ. გეგმას გუნდი კონსილიუმზე ადგენს და ის ითვალისწინებს ფუნქციას, ოკლუზიას, ესთეტიკასა და სახის საერთო ჰარმონიას. Digital Smile Design-ით მომავალ შედეგს მკურნალობის დაწყებამდე ხედავთ.

რას მოიცავს

  • ერთიანი წერილობითი გეგმა ეტაპებით, ვადებითა და ღირებულებით
  • Digital Smile Design — შედეგის ვიზუალიზაცია მკურნალობამდე
  • გვირგვინები, ხიდები, ვინირები და იმპლანტზე დამაგრებული კონსტრუქციები — საჭიროების მიხედვით
  • ფუნქციის, ოკლუზიის, ესთეტიკისა და სახის ჰარმონიის გათვალისწინებით

კონტაქტი

არ იცით, საიდან დაიწყოთ?

დაჯავშნეთ პირველადი კონსულტაცია — გამოგიკვლევთ პირის ღრუს, გაჩვენებთ 3D სურათს და მოგცემთ მკურნალობის წერილობით გეგმას ეტაპებით, ვადებითა და ღირებულებით.

+995 511 21 16 16WhatsApp

პირველადი კონსულტაცია — 50 ₾, განმეორებითი — 25 ₾. თავად მკურნალობის თანხას მხოლოდ გეგმის დამტკიცების შემდეგ იხდით.